ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2012 წლის 24 იანვარი
დ. ჩოხატაური
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საკრებულო ადგენს:
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სპეციალისტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას“.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ლ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ო“ ქვეპუნქტი.
მუხლი 6
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „პ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 7
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ღ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე