„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1107
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2001-10-30
სარეგისტრაციო კოდი
040.040.030.05.001.000.991
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24 (31), 1999 წელი, მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, მე-16 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-17 მუხლის პირველ პუნქტში რიცხვი „50“ შეიცვალოს რიცხვით „5“.

2. მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არ არის შემოქმედებითი კავშირის წევრი, საჭიროების შემთხვევაში დგინდება პროფესიული რეკომენდაციით, რომელსაც გასცემს მხოლოდ შესაბამისი სფეროს შემოქმედებითი კავშირის კოლეგიური ორგანო. რეკომენდაციის გაცემის წესი განისაზღვრება კავშირის წესდებით, ხოლო მისი გაცემის საფუძველია მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი საქმიანობის დადებითი შეფასება.“.

3. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს შემოქმედებითი კავშირი – არანაკლებ 100 შემოქმედი მუშაკის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;“.

4. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „წევრთა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და კავშირში გაუწევრიანებელ შემოქმედ მუშაკთა“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა საერთო-ეროვნულმა შემოქმედებითმა კავშირებმა თავიანთი სახელწოდება შეუსაბამონ საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 12 ოქტომბერი

№1107–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია