„ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
1-2
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2012-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
210070000.36.101.016089
„ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1–2

  2012 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნ ეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ ” ქვეპუნქტი:

,,თ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 3 000 ლარი კვარტალში ”.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზეც.

საკრებულოს თავმჯდომარე          ზ. სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია