ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 1 8
2012 წლის 27 იანვარი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 17/01/2012, 190020020.35.162.016087) შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და დადგენილების დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამის ბიუჯეტი“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი