ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 27 იანვარი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/12/2011, 020080130.35.162.016080) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი