„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
70
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-30
სარეგისტრაციო კოდი
270090000.08.002.016427
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №70

2012 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., № 104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №3

თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმისა) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი

(ლარობით)

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

2480

2.

მერი

2480

3.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1500

4.

მერის მოადგილე

1250

5.

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

900

6.

თვითმმართველი ერთეულის ტერიტო-რიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

800

7.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

710

8.

სამსახურის უფროსის მოადგილე, მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

550

9.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

480.

დანართი №4

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი

(ლარობით)

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2.

გამგებელი

2360

3.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4.

გამგებლის მოადგილე

900

5.

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

 

700

6.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

650

7.

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

 

500

8.

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

 

450

9.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

420.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია