,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-01
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016085
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N4

 2012 წლის 27 იანვარი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №29 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა

უფასო სასადილოს მოსარგებლედ დარეგისტრირებულ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 140 ბენეფიციარით.“.

2. ეს დადგენილება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ქ. ხაშური, გალაქტიონ ტაბიძის ქ. №2) ან ხაშურის რაიონულ სასამართლოში (ქ. ხაშური, მერაბ კოსტავას ქ. №15) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                    დ. ლომიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია