„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2012-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-30
სარეგისტრაციო კოდი
220090000.11.004.016011
„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №1

2012 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1. ,,ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

„3. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს სერტიფიკატების შესაბამის სტანდარტიზირებულ ოქროს ზოდებზე.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონეტის შემადგენლობაში არსებული ოქროს ღირებულებას, რომლის გაანგარიშება ხდება დღეში ერთხელ, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზარზე ვაჭრობის წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) ოქროზე აშშ დოლარით დაფიქსირებული ფასითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით;“.

4. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ოქროს ზოდების შემადგენლობაში არსებული ოქროს ღირებულებას, რომლის გაანგარიშება ხდება დღეში ერთხელ, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზარზე ვაჭრობის წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) ოქროზე აშშ დოლარით დაფიქსირებული ფასითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით;“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

გ. ქადაგიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია