„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
18/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-26
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016280
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2012 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006  წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით (სსმ III, 23.01.2006 წ., №8, მუხ. 78) დამტკიცებულ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1” ქვეპუნქტი:

,,გ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს  სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რესურს-ცენტრში დასასაქმებელ შტატგარეშე მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებასა და რაოდენობას”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია