,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
14/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-27
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016281
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 14/ნ

201 2 წლის 2 6 იანვარი

ქ. თბილისი

,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1 . ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005 წ., №69, მუხ.755; სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.459) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.’’ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ . შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია