„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-26
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016693
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №20

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრი­რებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდ­გენის წე­სის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დე­კემბრის №406 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირ­ველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი­ით:

„3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოებს, რომ შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ:

ა) ყოველი წლის 10 აპრილამდე – ინფორმაცია ადგილობ­რივი თვით­მმარ­თვე­­ლი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლო­ბე­ლე­ბის შესახებ მიმდინარე სა­გადასახადო წლის 1 აპრილის მდგომა­რეობით, დანართის შესაბამისად;

ბ) ყოველი წლის 15 თებერვლამდე – ინფორმაცია მათ მიერ შე­მოღებული მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების შესახებ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია