საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-16
2012 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტი №2–71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტი №2-71 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის (სსმ III, 26.03.2009, №37, მუხ. 424) მეორე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამუშაო დრო იწყება 10.00 საათზე და სრულდება 19.00 საათზე.".
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ.გოროზია