„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1083
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2001-10-15
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.000.983
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.98) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი, როგორც მოსარჩლე – სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 28 სექტემბერი.

№1083–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია