საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №14
2012 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანების (ვებგვერდი, 010340000.22.027.016216, 21/11/2011) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები:
„ჩ) საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმები;
ც) რადიოიზოტოპური ლაბორატორიების მოწყობისა და მედიცინაში ღია რადიოფარმპრეპარატების გამოყენების სანიტარიული წესები და ნორმები.“.
2. მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:
„ჰ1) „თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობები.“.
3. მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ12“ ქვეპუნქტი:
„ჰ12) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ ინსტრუქცია.“.
4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 პუნქტი:
„211. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო:
დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები.“.
5. 22-ე პუნქტის:
ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება.“;
ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი