„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
133
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2012-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016116
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №133

2012 წლის 17 იანვარი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ მერიის დებულებაში (გამოქვეყნება: ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები 13/07/2010) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ზ)    ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური;“.

2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.     ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების მართვის უზრუნველყოფა და კანონიერი მოსარგებლეებისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.“.

    მუხლი 2.

შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართი №2-ში და მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.     ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური.“.

    მუხლი 3.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი კ. ბარათაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია