„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1036
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2001-08-01
სარეგისტრაციო კოდი
120.260.040.05.001.000.974
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07. 1998 წელი) საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან,“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 20 ივლისი.

№1036–რს

კრებსითი — სრული ვერსია