„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
02.06.31
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2012-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-13
სარეგისტრაციო კოდი
300320000.37.101.016103
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის      

 დადგენილება № 02.06.31

  2012 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებულ „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განმსაზღვრელ წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემდგომი დაჩქარების საფასურის ოდენობაში ასევე იანგარიშება თავდაპირველი დაჩქარებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                        გ. უგულავა

      

 

კრებსითი — სრული ვერსია