„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
02.03.28
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2012-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-13
სარეგისტრაციო კოდი
310060000.37.101.016102
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის

 დადგენილება № 02.03.28

  2012 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1 . „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110531010, 06/06/2011 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე–5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:

„ ბ.ზ ) „კ “ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – შპს სასწავლო უნივერსიტეტის „ რვალი“ ადმინისტრაციას“.

2. შპს სასწავლო უნივერსიტეტის ,,რვალი” სტუდენტებზე ერთჯერადად უფასოდ გაიცეს სამგზავრო პლასტიკური ბარათები.

 3. ამ დადგენილების მე -2 მუხლის შესაბამისად გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 1 იანვრამდე.

 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ქ. თბილისის მერი                                         გ. უგულავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია