„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს №646 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-12
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016417
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს №646 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №28

2012 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს №646 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს №646 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №100, მუხ. 1492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლი.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 1 თვეში უზრუნველყოს:

ა) ადმინისტრაციის დებულების დამტკიცება;

ბ) ადმინისტრაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. ადმინისტრაცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია