საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №26
2012 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს № 402 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს № 402 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., № 92, მუხ. 785) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში – თეატრი).“.
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) თეატრის დებულების დამტკიცება;
ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი