საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5643-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-12
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016599
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 133 მუხლი:

     „მუხლი 133. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) თაობაზე სასამართლო დავის განხილვის ვადა

1. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) თაობაზე სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვისა.

2. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) თაობაზე სასამართლო დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 577 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმებაზე წარდგენილ სარჩელზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 27 დეკემბერი.

№5643–რს

კრებსითი — სრული ვერსია