„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-13
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.138.016053
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2012 წლის 6 იანვარი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში (სსმ V, №3, 30.07.2010 წ., მუხ. 23) და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:

1. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს ადგილსამყოფელია – ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                               მ. გიქოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია