საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №19
2012 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №3, მუხ. 28) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 41-ე პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამდებობრივ ჩამონათვალს სიტყვების (ციფრის):
| „განყოფილების უფროსი | 1300“ |
შემდეგ დაემატოს სიტყვები (ციფრი):
| „განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 1300“. |
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი