საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-8
2012 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის N2-3 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულებაში (ვებგვერდი 140111 14.01.2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სააგენტოს უფროსის წარდგინებით.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გოროზია