საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5649-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-09
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016592
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 275-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის       50 000 ლარზე მეტით შემცირება ითვლება გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 27 დეკემბერი.

№5649 –რს

კრებსითი — სრული ვერსია