„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-11
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.153.016085
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2012 წლის 6 იანვარი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი:

,,6. ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 17 %.’’

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                         ა. კალანდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია