„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-01-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-11
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.055.016010
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №8

2012 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს –  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის  2010  წლის  17  აგვისტოს № 32  ბრძანებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №32 ბრძანებით (სსმ III , 20.08.2010, №101, მუხ. 1518) დამტკიცებული დებულების მე - 3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ზ 1 ’’ ქვეპუნქტი:

„ ზ 1 ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით , კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენოს ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის; ’’ .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ვლ. ვარძელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია