ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
201 2 წლის 6 იანვარი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში.
მუხლი 2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -9 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ’’ ქვეპუნქტი:
„თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . გოზალიშვილი