„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-05
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.112.016063
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2011 წლის 28 დეკემბერი

 ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №20 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშებზე – კვარტალში 30 000 ლარით“.

ბ) დადგენილების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი:

„ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს და გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე  რ. ჩიტიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია