„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-05
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.134.016068
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 50

2011 წლის 28 დეკემბერი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №40 დადგენილებაში ( სსმ , 06 .12 .2011 ) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულების (რეგლამენტის) 25-ე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით – კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“ .

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმ ჯდომარე                       ბ . დიასამიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია