„ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-04
სარეგისტრაციო კოდი
210020020.35.144.016071
„ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №45

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. ქარელი

,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილების (სსმ 01.02.2011) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

 დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 45000 ლარის ოდენობით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 7000 ლარის ოდენობით“.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.

 საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია