„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
55
მიმღები ორგანო
ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-04
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.106.016048
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110307109, 21.03.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ)             საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დადგენილების გამოცემა;“;

ბ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მშენებლობადამთავრებულ ობიექტებთან დაკავშირებით შესაბამისი აქტის გამოცემა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე               მ. ჭოხონელიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია