„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-04
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.104.016077
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების  შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2007 წლის                 27 თებერვლის  №28  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ 2011 წლის 9 დეკემბრის №5453–II-ს საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007  წლის   27 თებერვლის  № 28  დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

  გ.ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;

  გ. ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;

  გ. გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

  გ.დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;     

  გ.ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან  მიღებული ამონაგების 10 %;

  გ.ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის  გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 ლარი.“.

მუხლი 2. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე              კ. ციმინტია

 

კრებსითი — სრული ვერსია