„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
511
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.016671
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 511

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართვე­ლოს მთავრობის რეგ­ლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 624) შე­ტა­ნილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული საქარ­თვე­­ლოს მთავრობის რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩა­მო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს უშუალოდ წარ­ა­დგენენ: მთავრობის წევრი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის მინის­ტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მთავრობის კანცელარიის უფროსი, მთავრობის საპარ­ლა­მენტო მდივანი, მთავ­რობის კანცელარიის ქვედანაყოფის უფროსი, სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღ­მა­სრუ­ლებელი ხელისუფლების და­წესებულებების ხელმძღვანელები, ად­გი­ლობრივი თვითმმართველობის ორ­განოს ხელმძღვანელი, აგრეთვე სა­ქარ­თველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის კანცელა­რ­ი­ის უფროსის გადაწყვეტილებით – სხვა პირი.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია