„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
510
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.016670
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №510

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირის – შემოსავლე­ბის სამსახუ­რის მიერ მომსახურების გა­წევისათვის საფასურებისა და მათი გა­ნაკვეთების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენი­ლე­ბაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ და­დგენილებით დამ­ტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მი­­ერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვე­თებ­ის“ მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება

 

1 წელი

 

 

 

 

 

 

მსხვილი გადამხდელის სტა­ტუ­სის მქონე პირებისათვის ან/და 

3 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირისათვის –

3 000 ლარი;

 

1 000 000 ლარიდან 3 000 000 ლა­რამდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის – 2 000 ლარი;

 

სხვა პირებისათვის – 1 000 ლარი.

 

შენიშვნა: საფასურის ოდენო­ბის განსაზღვრის მიზნები­სათ­ვის მხე­დველობაში მიიღება პი­­რის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები“.

 

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია