,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
228/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-03
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016265
,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №228/ნ

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 18.03.2011) დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილება და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა ერთი სემესტრის მანძილზე კონკრეტული საგნისთვის გათვალისწინებული საათების 1/2 და მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის სემესტრულ ქულას. ამ შემთხვევაში მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. საბაზო საფეხურის მოსწავლის მიერ ერთი სემესტრის მანძილზე კონკრეტული საგნისთვის გათვალისწინებული საათების 1/2 და მეტის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლეთა შეფასების წესი განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია