საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
978
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-06
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.000.951
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 440-ე მუხლი:

     „მუხლი 440. წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა

პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება, 2003 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში, ხოლო 2004 წლის 1 იანვრიდან – აგრეთვე საოლქო სასამართლოში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 20 ივნისი.

N978-IIს

კრებსითი — სრული ვერსია