„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5600-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
240060000.05.001.016577
„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 240060000.05.001.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განხორციელებული პროექტის განკარგვა.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროექტში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10%-ის ოდენობით.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროექტის განხორციელების შემდეგ ფონდი ახდენს თავისი წილის არანაკლებ 25%-ის განკარგვას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 23 დეკემბერი.

№5600-რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია