საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 493
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ
მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26 -ე მუხლის მე -7 ნაწილის საფუძველზე , დამტკიცდეს თანდართული „სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესი“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ - მინისტრი ნ . გილაური
სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესი
1. სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იურიდიული პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა - ნაგებობის ტერიტორიაზე სპეციალური სავაჭრო ზონის ( შემდგომში – სსზ) ფუნქციონირების პრინციპებს .
2 . სსზ- ის სტატუსი , საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინი ცია ტივით, შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს , რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას .
3 . სსზ- ისათვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა წარმოადგენდეს ერთიანი კონტურის მქონე შენობა - ნაგებობების ან/და მიწის ფართობების ერთობლიობას .
4 . სსზ- ების ერთიან შიდასაუწყებო რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ( შემდგომში – შემოსავლების სამსახური ).
5. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო‑სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ‑ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებს 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ‑ის სტატუსი და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო‑სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ წესით. აღნიშნული ვადის (2014 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 17 . 02.201 2წ.
მუხლი 2. სსზ‑ის სტატუსის მინიჭება
1. სსზ-ის სტატუსის მიღების მიზნით დაინტერესებული იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს .
2. განცხადება უნდა შეიცავდეს საწარმოს საფირმო სახელწოდებას , საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებს და მას უნდა ერთოდეს :
ა ) პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა - ნაგებობის ტერიტორიის ( შემდგომში – სსზ- ის ტერიტორია ), საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ტერიტორიის საკადასტრო რუკა;
ბ ) თანასაკუთრების შემთხვევაში – თანამესაკუთრეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა , ხოლო სსზ- ის ტერიტორიის იჯარის ან/და სხვა სახელშეკრულებო უფლებით სარგებლობის შემთხვევაში – ტერიტორიის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სსზ- ის შექმნის შესახებ;
გ ) სსზ- ის მოწყობის სიტუაციური გეგმა ( ნახაზი ).
3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია :
ა ) განიხილოს განცხადება სსზ- ის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ბ ) დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის და ხარვეზების შესახებ აცნობოს განმცხადებელს;
გ ) დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში მოამზადოს დასკვნა იურიდიული პირისათვის სსზ- ის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე და თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად .
4 . საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის სსზ- ის სტატუსის მინიჭების შესახებ და ადგენს ვადას , რომელშიც პირმა უნდა უზრუნველყოს სსზ- ის ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა .
5 . საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მითითებულ ვადაში სსზ- ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური , რომელიც ამ პირობების შესრულების შემთხვევაში გასცემს სსზ- ის სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
6 . სერტ იფიკატში მითითებული უნდა იყოს თარიღი , რომლიდანაც პირი ვალდებულია ფუნქციონირება და საგადასახადო ვალდებულების შესრულება განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობით სსზ- ის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი წესით .
7 . საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სსზ- ის მოწყობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პირს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების ( საბანკო გარანტია და სხვა ) წარდგენა და განსაზღვროს მისი ოდენობა .
მუხლი 3. სსზ-ის ტერიტორიული მოწყობის მოთხოვნები
1. სსზ უნდა იყოს შემოსაზღვრული . მასში უნდა განისაზღვროს შესასვლელი და გამოსასვლელი ადგილები ისე , რომ თავიდან იქნეს აცილებული სავაჭრო ზონაში აღურიცხველი საქონლის მოძრაობა .
2. სსზ უნდა შედგებოდეს :
ა) სსზ-ის საწყობისაგან , რომელშიც მოთავსდება ყველა სახის საქონელი . სსზ-ის საწყობს უნდა ჰქონდეს ერთი შესასვლელი , საიდანაც მოხდება ტვირთების შეტანა, და ერთი გასასვლელი , საიდანაც ტვირთი მოხვდება სავაჭრო ტერიტორიაზე . სავაჭრო ტერიტორიაზე მოხვედრის გარეშე საწყობიდან საქონლის საბითუმო მიწოდებისათვის დამატებით შესაძლებელია მოეწყოს ერთი გასას ვლელი;
ბ ) სავაჭრო ტერიტორიისაგან , რომელიც უნდა დაიყოს მოლებად (სეგმენტებად ) საქონლის სახეობების მიხედვით , სადაც განლაგებული იქნება სავაჭრო ობიექტები (მაღაზია ან/და დახლი );
გ) ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტებისაგან , სადაც განხორციელდება მომხმარებელთან ანგარიშსწორება როგორც ნაღდი , ისე უნაღდო ფორმით .
3. სსზ-ის ტერიტორიაზე ორგანიზატორს უფლება აქვს, მოაწყოს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო საწყობი (შემდგომში – საწყობი), რომელიც წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №431 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
მუხლი 4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები
1. სსზ-ის მართვას ახორციელებს სსზ-ის სტატუსის მქონე პირი .
2 . სსზ-ის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია :
ა ) უზრუნველყოს სავაჭრო ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ბ ) სსზ- ის ტერიტორიაზე მოაწყოს სსზ- ის საწყობი , სადაც განხორციელდება შესული საქონლის აღრიცხვა რაოდენობისა და სახეობის მიხედვით , აგრეთვე ამ საქონლის მესაკუთრეთა იდენტიფიცირება;
გ ) სსზ- ის საწყობში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება , რომლის მოხსნა/ნეიტრალიზაცია განხორციელდება რეალიზებულ საქონელზე ცენტრ ალიზებულ სალაროში თანხის გადახდისას;
დ ) უზრუნველყოს სსზ- ში უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
ე ) უზრუნველყოს სსზ- ში სანიტარიული მდგომარეობის დაცვა , წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემა;
ვ ) სსზ- ის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ პირს ( გარდა ამ წესის მე - 5 მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებული პირისა ) გადახდის წყაროსთან დაუკავოს საქონლის რეალიზაციიდან მიღებული კომპენსაციის ( დღგ - ის გადამხდელის შემთხვევაში – დღგ - ის გარეშე ) 3 პროცენტი;
ზ ) მომსახურე ბანკის მეშვეობით უზრუნველყოს სალაროში და საბანკო ანგარიშზე მობილიზებული თანხების გადარიცხვა მოვაჭრეთა საბანკო ანგარიშებზე :
ზ . ა ) ამ წესის მე - 5 მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებული პირებ ისა თვის – მათი კუთვნილი თანხა;
ზ . ბ ) სხვა პირებისათვის – ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკავებული თანხის შემდეგ დარჩენილი თანხა;
თ ) იმ შემთხვევაში , თუ საქონლის რეალიზაცია განხორციელდა საკომპენსაციო თანხის ადგილზე ( სავაჭრო ზონის სალაროში ) გადახდის გარეშე ( გარდა ამ წესის მე - 5 მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა ) , ორგანიზატორი ვალდებულია არა უგვიანეს საქონლის მიწოდების მე - 2 დღისა გადაიხადოს საქონლის რეალიზაციიდან მისაღები საკომპენსაციო თანხის ( დღგ - ის გადამხდელის შემთხვევაში – დღგ - ის გარეშე ) 3 პროცენტი.
3. სსზ- ის სტატუსის მქონე პირის მიერ დადგენილ ვადაში ფაქტობრივად გადახდილი თანხა ჩაითვლება დაკავებული გადასახადის მიხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად .
4 . სსზ- ის ტერიტორიის მესაკუთრის შეცვლისას , მესაკუთრის შეცვლამდე სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ევალება, აცნობოს საქართველოს მთავრობას გასხვისების ფაქტისა და ახალი მესაკუთრის შესახებ . ასეთ შემთხვევაში სსზ- ის ტერიტორიის ახალი მესაკუთრე ითვლება ძველის უფლებამონაცვლედ და მასზე ვრცელდება ყველა ის უფლება და ვალდებულება , რომლებიც გააჩნდა სსზ- ის ტერიტორიის ძველ მესაკუთრეს .
5 . ამ მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა სსზ- ის ტერიტორიის ძველ მესაკუთრეს უუქმებს და მის ახალ მესაკუთრეს ანიჭებს სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსს .
6 . იმ შემთხვევაში , თუ სსზ- ის სტატუსის მქონე პირს სურს გაზარდოს/შეამციროს სსზ- ის ტერიტორიის ფართობი , იგი ვალდებულია სულ მცირე 3 თვით ადრე აცნობოს ამ განზრახვის შესახებ შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს მას, ამ წესის შესაბამისად, გეგმები სსზ- ის გაფართოებული/შემცირებული საზღვრების ჩვენებით და სსზ- ის ახალ ტერიტორიაზე დააკმაყოფილოს სსზ- ის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ამ წესით დადგენილი ყველა პირობა .
7 . სსზ- ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში სავაჭრო ადგილების დამქირავებელ პირთა მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 - ე მუხლის მე - 4 ან/და მე - 9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება სსზ- ის სტატუსის მქონე პირს .
1 . სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი დღგ - ის გადამხდელი პირი ვალდებულია დამოუკიდებლად წარადგინოს დღგ - ის დეკლარაცია და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი .
2 . სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირები თავად ახორციელებენ გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავებას და დეკლარირებას .
3 . სავაჭრო ობიექტის დამქირავებელ იურიდიულ პირს , რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციე ლებს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის მეშვეობით , უფლება აქვს დამოუკიდებლად აწარმოოს საგადასახადო ანგარიშგება და შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები .
4 . თუ პირი საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე , დასაბეგრი ოპერაციების თანხის 100 000 ლარზე გადამეტების შემთხვევაში მას არ წარმოეშვება დღგ - ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება . ამასთან , მას უფლება აქვს, ნებაყოფლობით დარე გისტრირდეს დღგ - ის გადამხდელად .
5 . პირის მიერ სსზ- ის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი , რომელიც დაიბეგრა ამ წესის მე - 4 მუხლის მე - 2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად , არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება .
მუხლი 6 . საქონლის სსზ - ის საწყობში აღრიცხვისა და მოძრაობის წესი
1. ორგანიზატორი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი, რომლის მეშვეობით ხორციელდება სსზ- ის საწყობში საქონლის მიღება , შენახვა ან გაცემა . ელექტრონული ჟურნალი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს :
ა ) საქონლის მფლობელის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ ) საქონლის დასახელებას და მის მაიდენტიფიცირებელ კოდს ( შტრიხკოდის ნომერს ) ;
გ ) საქონლის რაოდენობას;
დ ) საქონლის ერთეულის ფასს;
ე ) შემოტანის დოკუმენტის დასახელებას ( ზედნადები , სპეციალური საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა და ა . შ .), თარიღს და ნომერს ( სერია ) ;
ვ ) შემოტანის თარიღს;
ზ ) ინფორმაციას საქონლის საწყობიდან სავაჭრო ზონაში ან ზონის გარეთ გატანის თაობაზე .
2. ჟურნალში ქრონოლოგიური ( დღეების მიხედვით ) თანმიმდევრობით წარმოებული ჩანაწერები უნდა იძლეოდეს ზუსტ ინფორმაციას ზონაში საქმიანობის განმახორციე ლებელი პირის საქონლის მოძრაობის შესახებ .
3. ელექტრონულ ჟურნალში გატარებული მონაცემები უნდა ინახებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით და მასზე პირდაპირი წვდომა უნდა გააჩნდეს შემოსავლების სამსახურს .
მუხლი 7 . საწყობიდან სავაჭრო ტერიტორიაზე საქონლის შეტანის პირობები
1 . საწყობში მოთავსებული საქონელი იმპორტში მოქცევის შემდგომ სსზ- ის საწყობში მოთავსების გარეშე შესაძლებელია მოხვდეს პირდაპირ სსზ- ში სარეალიზაციოდ , თუ საწყობი ერთ - ერთი გასასვლელით უშუალოდ უკავშირდება სსზ- ის სავაჭრო ტერიტორიას და სავაჭრო ზონაში გატ ანილი საქონლის აღრიცხვა წარმოებს ამ წესის მე - 6 მუხლით განსაზღვრულ ელექტრონულ ჟურნალში .
2. საჭიროების შემთხვევაში საწყობში მოთავსებული საქონელი იმპორტში მოქცევის შემდგომ შესაძლებელია შეტანილ იქნეს სსზ- ის საწყობში .
მუხლი 8 . სსზ - ის შიგნით საქონლის გადაადგილება
1 . სსზ- ის შიგნით განლაგებული სავაჭრო ობიექტები ( მაღაზია , დახლი და სხვ. ) საქონლის რეალიზაციას ახდენენ შტრიხკოდიანი „ სტიკერის“ ამობეჭდვით ან გაყიდული საქონლის სხვაგვარი ნიშანდებით .
2 . შეძენილ საქონელზე საფასურის გადახდა ხორციელდება სსზ- ის ტერიტორიის დატოვებისას ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით ორგანიზებულ სალაროებში .
3 . იმ შემთხვევაში, თუ საქონლის რეალიზაცია განხორციელდა საკომპენსაციო თანხის ადგილზე ( სსზ- ის სალაროში ) გადახდის გარეშე , საქონელმა სსზ- ის ტერიტორია უნდა დატოვოს სსზ- ის საწყობის გავლით .
მუხლი 9 . სსზ - ის სტატუსის გაუქმება
1 . თუ პირს განზრახული აქვს, შეწყვიტოს ბაზრის ან/და შენობა - ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტებისა და სავაჭრო ადგილების გაქირავება , მან სსზ- ის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით საქმიანობის შეწყვეტამდე 3 თვით ადრე განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურსა და 3 თვით ადრე აცნობოს სავაჭრო ადგილების დამქირავებელ პირებს .
2 . სსზ- ის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ბაზრობის ორგანიზების საქმიანობის შეწყვეტის მომდევნო დღიდან .