საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
400020010.16.009.016034
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №23

2011 წლის   28 დეკემბერი  

ქ. ქუთაისი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში”  ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748) 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქ. თბილისის ძველი საზღვრების ფარგლებში სასმელი წყლით მომარაგება (26.12.06 წლის მდგომარეობით) 2013 წლის პირველი იანვრიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს;“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

თავმჯდომარე                              გ. ჩალაგაშვილი

კომისიის წევრი                            მ. ნადირაძე

     

კომისიის წევრი                            ზ. გაბელაია                 

კომისიის წევრი                  ს. მესხი

კომისიის წევრი                            გ. შონია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია