„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-15
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.151.016076
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2011 წლის 29 დეკემბერი

დ აბა სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა  და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მათი განაკვეთები სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;

 2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;

 3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

 4.თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

 5.ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 000 ლარი.

7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 02.11.2012წ.

მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების გამსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №8 დადგენილებით (სსმ, 02.03.2011წ.) დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი).

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                     

გ. მალანია

შეტანილი  ცვლილებები:

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 02.11. 20 12წ.

2. ძალადაკარგულია - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის  15 აგვისტოს დადგენილება №16 - ვებგვერდი, 23.08.2013წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია