„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
876
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
140120000.08.002.016401
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 876

 2011 წლის 29 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის № 538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის № 538 ბრძანებულების (სსმ III , 2003 წ., № 126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ მუხლი 11. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

2. სამსახურებრივ მოვალეობა თა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცული ტერიტორიების სააგენტოს:

ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, სპეციალისტი;

გ) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დ ირექტორი;

დ) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;

ვ) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი;

ზ) სახელმწიფო ნაკრძალის ად მინისტრ აციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

თ) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;

ი) ერ ოვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი;

კ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ლ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;

მ) აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორი;

ნ) აღკვეთილის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ო) აღკვეთილის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი.“;

ბ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

    „ მუხლი 111. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ _ ბუნებრივი რესურსების სააგენტოში:

ა) სააგენტოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის თანამშრომლები;

გ) მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები;

დ) ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები.“.

2 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია