„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25/70
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016112
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №25/70

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. ფოთი

,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის  საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის  საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში, კერძოდ:

 დანართი №2 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული

ხარჯების ანაზღაურების ოდენობა

 

№

საკრებულოს წევრი

ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის

ანაზღაურების ზღვრული ოდენობა ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის

1

საკრებულოს თავმჯდომარე

600

–––––––––––––

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

550

70 ლიტრი საწვავი,

100 ლარი მობილურით სარგებლობა

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

550

70 ლიტრი საწვავი,

90 ლარი მობილურით სარგებლობა

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

500

60 ლიტრი საწვავი,

80 ლარი მობილურით სარგებლობა

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

500

60 ლიტრი საწვავი,

80 ლარი მობილურით სარგებლობა

6

საკრებულოს სხვა წევრი

400

60 ლიტრი საწვავი,

40 ლარი მობილურით სარგებლობა

 

შენიშვნა:

ამ მუხლში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად”.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                ი. საღინაძე

კრებსითი — სრული ვერსია