თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016059
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 30

2011 წლის 28 დეკემბერი

 ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

1. დებულების მე-2 მუხლიდან ამოღებული იქნეს ,,დ“, ,,კ’’ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები:

ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;

ბ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;

გ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;

დ) ამოღებულია;

ე) არქივის წარმოება;

ვ) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;

ზ) საკრებულოს, გამგებლის დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

თ) გამგეობის თათბირების ორგანიზება;

ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება;

კ) ამოღებულია;

ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;

მ) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;

ნ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნეს ,,ა’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ადმინისტრაციული სამსახური შედგება განყოფილებისაგან:

 ა) ამოღებულია;

 ბ) საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილება;

 გ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;“.

 3. დებულების მე-4 მუხლიდან ამოღებული იქნეს პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 4. განყოფილებების ფუნქციები

 1. ამოღებულია;

 2. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის გნყოფილების ფუნქციებია:

 ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

 ბ) ამოღებულია;

 გ) გამგეობის არქივის წარმოება;

 დ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, ბეჭდების, შტამპის გამოყენების კონტროლი;

 ე) მომსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

 ვ) მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზება.

 3. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:

 ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება;

 ბ) ამოღებულია;

 გ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;

 დ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის.“.

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ნ. ხუცაიძე

კრებსითი — სრული ვერსია