(ძალადაკარგულია - 20.02.2018, №18)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1073
2011 წლის 2 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს აჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე–11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე მე–20 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 201 1 წლის 30 დეკემბრიდან .
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“ (შემდგომში – „112“) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ,,112“-ის სრული დასახელებაა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“. „112“ უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება: სსიპ „112“ ან/და „112“.
3. „112“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.
4. „112“ ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით (შემდგომში – მინისტრი) და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. „112“ საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
6. „112“-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, სიმბოლიკა, ლოგო, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
61. „112“ უფლებამოსილია სახელმწიფო ხაზინის თანხმობით ჰქონდეს საბანკო ანგარიში ერთ ან რამდენიმე კომერციულ ბანკში.
7. ,,112“-ის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. № 10.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
მუხლი 2. ,,112“-ის მიზნები და საქმიანობის სფერო
1. ,,112“-ის მიზნებია:
ა) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა;
ბ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა და განვითარება;
გ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლება;
დ) „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხების დამატება და საზოგადოების ინფორმირება.
2. ,,112“-ის საქმიანობის სფერო მოიცავს შემდეგ საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებს:
ა) სახანძრო და სამაშველო სიტუაციები;
ბ) გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
გ) სამართალდარღვევები;
დ) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შემთხვევაში რეაგირების საჭიროება;
ე) სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შემთხვევაში რეაგირების საჭიროება;
ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურების გაწევა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 3 სექტემბრის № 735 ბრძანება - ვებგვერდი , 25.09.2013 წ .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №723 - ვებგვერდი, 30.09.2015წ.
მუხლი 3. ,,112“-ის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. „112“-ის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის – „112“-ის, მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის ან დაკავშირების სხვა ალტერნატიული არხების მეშვეობით;
ბ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ მიღებული შეტყობინებების დამუშავება და რეაგირების მიზნით შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შეტყობინებათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;
დ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილას მისვლამდე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
ე) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებათა აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
ვ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში „112“-ზე შეტყობინების განხორციელების აუცილებელი წესების, შესაბამისი ქცევისა და მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;
ზ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
თ) „112“-ის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების, ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
ი) მესამე პირების ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“-თან წვდომის გამართულობის უზრუნველყოფა;
კ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა;
ლ) სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების მოწყობა-ორგანიზება საქართველოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევებში ჩამორთმევას დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე გადაყვანის და დგომის უზრუნველსაყოფად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. „112“ უფლებამოსილია კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის ელექტრონული სისტემა. „112“ უფლებამოსილია გამოიყენოს დოკუმენტბრუნვისა და კადრების მართვის ელექტრონული სისტემები და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 ივლისის №569 ბრძანება - ვებგვერდი, 24.07.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 3 სექტემბრის № 735 ბრძანება - ვებგვერდი , 25.09.2013 წ .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №748 - ვებგვერდი, 01.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №723 - ვებგვერდი, 30.09.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
მუხლი 4. ,,112“-ის ხელმძღვანელობა
1. ,,112“-ს ხელმძღვანელობს ,,112“-ის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ,,112“-ის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ,,112“-ის დირექტორი.
3. ,,112“-ის მოადგილეების უფლებამოსილება და საკურატორო სფეროები განისაზღვრება ,,112“-ის დირექტორის ბრძანებით.
4. ,,112“-ის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ–ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
5. ,,112“-ის დირექტორის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. ,,112“-ის დირექტორი
1. ,,112“-ის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ,,112“-ს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ,,112“-ის საქმიანობას;
გ) მინისტრის თანხმობით ამტკიცებს ,,112“-ის საშტატო ნუსხასა და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს;
გ1) ამტკიცებს „112“-ის წლიურ ბიუჯეტს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ,,112“-ის მოსამსახურეებს;
დ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე მოსამსახურეებთან;
ე ) თვალყურს ადევნებს ,,112“-ის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს ,,112“-ის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ,,112“-ის მოსამსახურეების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ზ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ი) ამტკიცებს ,,112“-ის შინაგანაწესს;
კ) ამტკიცებს ,,112“-ის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს ,,112“-ის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
მ) ამტკიცებს ,,112“-ის მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ,,112“-ის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;
ო) ,,112“-ის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
პ) ხელს აწერს ,,112“-ის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ჟ) წარმოადგენს ,,112“-ის და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
რ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ს) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ,,112“-ის დირექტორის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს დირექტორის მოადგილეებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
მუხლი 6. ,,112“-ის მოსამსახურეები
,,112“-ის მოსამსახურეს შეიძლება ჰქონდეს პოლიციის სპეციალური წოდება. იმ მოსამსახურეებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პოლიციის სპეციალური წოდება, ვრცელდება პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ხოლო სხვა მოსამსახურეებზე – საქართველოს შრომის კოდექსის დებულებები.
მუხლი 7. ,,112“-ის სტრუქტურა
1 . „112“ საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით .
2. „112“- ის სტრუქტურული ერთეულებია :
ა ) ოპერატიული მართვის სამმართველო :
ა . ა ) თბილისის ცენტრი ( სამსახური );
ა .ბ ) რუსთავის ცენტრი ( სამსახური );
ბ ) ადმინისტრაცია ( სამსახური );
გ ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ;
დ ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახური ;
ე ) საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური ;
ვ ) (ამოღებულია - 30.12.2016, №745);
ზ ) ინსპექტირების სამსახური .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის № 269 ბრძანება - ვებგვერდი , 15.04.2013 წ .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №246 - ვებგვერდი, 31.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №723 - ვებგვერდი, 30.09.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №505 - ვებგვერდი, 06.09.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 8. ,,112“-ის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ ობა
1 . ,,112“-ის ს ტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ,,112“-ის დირექტორი .
2 . ,,112“-ის სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ,,112“-ის დირექტორი .
3 . ს ტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ს ტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) აძლევს დავალებებსა და მითითებებს ს ტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს ;
გ) ახორციელებს კონტროლს ს ტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ,,112“-ის დირექტორს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს ს ტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;
ე) ,,112“-ის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ს ტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ვ) ,,112“-ის დირექტორის დავალებით ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს .
მუხლი 9. „112“-ის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებანი
1. ოპერატიული მართვის სამმართველო :
ა ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღებას , დამუშავებას და შეფასებას ;
ბ ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ;
გ ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებულ მუშაობას ;
დ ) საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილზე მისვლამდე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწევს მოქალაქეებს პირველად კონსულტაციას ;
ე ) ახორციელებს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებათა აღრიცხვას , ანალიზსა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას ;
ვ ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამუშაო პროცესის ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს ;
ზ ) უზრუნველყოფს თბილისისა და რუსთავის ცენტრების საქმიანობის კოორდინაციას ;
თ ) ახორციელებს ამ წესდებით ( დებულება ) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .
2. თბილისის ცენტრი ( სამსახური ) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “-„ ე “ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
3. რუსთავის ცენტრი ( სამსახური ) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “–„ ე “ ქვეპუნქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
4. ადმინისტრაცია ( სამსახური ):
ა ) უზრუნველყოფს „112“- ის სამართლებრივ მომსახურებას ;
ბ ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს „112“- ის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე ;
გ ) წარმოადგენს „112“- ს სასამართლო ორგანოებში ;
დ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „112“- ის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროატლანტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას ;
ე ) უზრუნველყოფს „112“- ის საქმისწარმოებას დადგენილი წესების შესაბამისად ;
ვ ) ახორციელებს დოკუმენტაციის აღრიცხვას , დამუშავებას და დაარქივებას ;
ზ ) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის , ასევე სხვა ადრესატისათვის „112“- ის დოკუმენტების გადაცემას ;
თ ) შეიმუშავებს „112“- ის შრომის შინაგანაწესს ;
ი) (ამოღებულია - 30.12.2016, №745);
კ ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას და პროაქტიულად გამოქვეყნებას ;
ლ ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით „112“- ის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს ;
მ ) „112“- ის საქმიანობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის / დამუშავების საკითხებზე უზრუნველყოფს „112“- ის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას ;
ნ ) ახორციელებს საპროტოკოლო და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს ;
ნ 1 ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან , მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობას ;
ნ
2
) უზრუნველყოფს „112“- ის იმიჯის განვითარებას ;
ნ
3
) ხელს უწყობს „112“- ის კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას ;
ნ
4
) უზრუნველყოფს „112“- ის შესახებ საზოგადოების ცალკეული მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობას ;
ნ
5
) უზრუნველყოფს მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას და კომუნიკაციის მართვას ;
ნ
6
) უზრუნველყოფს , მათ შორის კრიზისულ სიტუაციებში , საზოგადოებასთან კომუნიკაციის მართვას ;
ნ
7
) „112“- ის საჭიროებათა გათვალისწინებით გეგმავს და ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებს და აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით გეგმავს მარკეტინგულ კამპანიებს ;
ნ
8
) ახორციელებს „112“- ის ვებგვერდის და სოციალური ქსელების სტრუქტურისა და შინაარსის მართვას ;
ნ
9
) უზრუნველყოფს „112“- ის სერვისების / პროდუქტების და სხვა მიღწევების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას ;“;
ო ) ახორციელებს ამ წესდებით ( დებულება ) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .
5. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური :
ა ) ახორციელებს „112“- ის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და სტანდარტების პროცესის მართვას , შიდა კვლევების ჩატარებას , შესაბამისი ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადებას ;
ბ ) შეიმუშავებს „112“- ის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ;
ბ 1 ) „112“- ის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით შეიმუშავებს „112“- ის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს ;
გ ) ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას , მიღებას და შეფასებას ;
დ ) ორგანიზებას უწევს „112“- ში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას ;
ე ) ახორციელებს ფსიქოლოგიური ტესტირების ჩატარებას და პიროვნული რეკომენდაციების მომზადებას ;
ვ ) შეიმუშავებს მოტივაციის / წახალისების სისტემებს და ახორციელებს მათ მონიტორინგს ;
ზ ) ხელმძღვანელობს და ახორციელებს „112“- ის მოსამსახურეთა ატესტაციას ;
თ ) უზრუნველყოფს „112“- ის მოსამსახურეთა სწავლების პროცესის ხარისხის კვლევას ;
ი ) უზრუნველყოფს „112“- ის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების , გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების , მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადებას / ჩატარებას და გამოცდების შედეგების მიხედვით მოსამსახურეთა შეფასებას ;
კ ) უზრუნველყოფს სხვადასხვა სამსახურიდან მიღებული ინიციატივის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას და განხორციელებას ;
ლ ) ახორციელებს საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ სტატისტიკურ ანალიზს ;
მ ) შეისწავლის და ამზადებს მასალებს „112“- ის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების , სპეციალური წოდებების მინიჭებისა და წახალისების შესახებ , აგრეთვე მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ;
ნ ) ამზადებს წინადადებებს „112“- ის სტრუქტურული ერთეულების სრულყოფისა და რეორგანიზაციის , საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ ;
ო ) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას ;
პ ) უზრუნველყოფს „112“- ის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას ;
ჟ ) ამზადებს დოკუმენტაციას „112“- იდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით ;
რ ) ახორციელებს მოქმედი და საარქივო პირადი საქმეების მომზადებას , აღრიცხვას , შენახვას , შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას და უზრუნველყოფს საარქივო პირადი საქმეების დაცვას ;
ს ) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელებას ;
ტ ) ახორციელებს ამ წესდებით ( დებულება ) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .
6. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახური :
ა ) უზრუნველყოფს „112“- ში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას , მათ განახლებასა და გამართულ ფუნქციონირებას ;
ბ ) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას ;
გ ) უზრუნველყოფს „112“- ის ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნას , პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ანალიზს , დანერგვასა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას ;
დ ) ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის საშუალებების დანერგვასა და მომსახურებას ;
ე ) უზრუნველყოფს „112“- ის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციონირების შიდა პროცესებისა და პროცედურების შესწავლას , ანალიზს და საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვას ;
ვ ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით აწარმოებს კვლევებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით ;
ზ ) უზრუნველყოფს „112“- ის მოსამსახურეთა სამუშაო ადგილების ( პერიფერიული მოწყობილობები , პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალებები ) გამართვასა და მდგრად მუშაობას ;
თ ) უზრუნველყოფს „112“- ის მიერ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირთა ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან / და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“- თან წვდომის გამართულობას ;
ი ) ახორციელებს დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას და შესაბამის მოწყობილობებთან კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას ;
კ ) უზრუნველყოფს ადგილობრივ , საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას ;
7. საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური :
ა ) შეიმუშავებს „112“- ის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს , ადგენს და წარადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს ;
ბ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“- ის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს „112“- ის წლიურ ბიუჯეტს ;
გ ) ორგანიზებას უწევს და წარმართავს „112“- ის სისტემაში საფინანსო - ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას ;
დ ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს ;
ე ) ორგანიზებას უწევს ძირითადი საშუალებების , ფულადი სახსრებისა და საფინანსო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას ;
ვ ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს ;
ზ ) უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას ;
თ ) ახორციელებს „112“- ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მატერიალურ - ტექნიკურ უზრუნველყოფას ;
ი ) უზრუნველყოფს „112“- ის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე მუდმივ მონიტორინგს , მათ დაცვას და გაუმჯობესება - განვითარების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას ;
კ ) ახორციელებს „112“- ის მომარაგების ორგანიზებას და წარმართავს „112“- ის სამეურნეო საქმიანობას ;
ლ ) უზრუნველყოფს „112“- ის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და უძრავი ქონების მოვლა - პატრონობას ;
მ ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებას ; „112“- ის სპეციალურად დაცული ( საჯარიმო ) სადგომების გამართულ ფუნქციონირებას და შესაბამისი მომსახურების საფუძველზე შემოსავლების მიღების ადმინისტრირებას ;
ნ ) ახორციელებს ამ წესდებით ( დებულება ) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .
8. (ამოღებულია - 30.12.2016, №745);
9. ინსპექტირების სამსახური :
ა ) აკონტროლებს „112“- ის მოსამსახურეებისათვის დადგენილი სტანდარტებისა და წესების დაცვას , აგრეთვე შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს ;
ბ ) უზრუნველყოფს ოპერატიული მართვის სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარისხის კონტროლს , საჭიროების შემთხვევაში მითითებების გაცემას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას ;
გ ) უზრუნველყოფს „112“- ის ოპერატორთა რანგირების მიზნით მათ შეფასებას ;
დ ) „112“- ის ოპერატორთა შეფასების სისტემის მიხედვით უზრუნველყოფს მათ შეფასებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ;
ე ) უზრუნველყოფს სამსახურებრივ შემოწმებას და აღნიშნული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას ;
ვ ) უზრუნველყოფს „112“- ის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას და პრევენციას ;
ზ ) ახორციელებს ამ წესდებით ( დებულება ) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის № 269 ბრძანება - ვებგვერდი , 15.04.2013 წ .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 3 სექტემბრის № 735 ბრძანება - ვებგვერდი , 25.09.2013 წ .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №246 - ვებგვერდი, 31.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №723 - ვებგვერდი, 30.09.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №505 - ვებგვერდი, 06.09.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
მუხლი 10. „112“-ის ქონება
1. „112“-ის გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია „112“-ის მიერ.
2. „112“-ის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 11. „112“-ის დაფინანსება
„112“-ის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
გ ) ,,112“-ის მომსახურების საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 12. საქმიანობა , რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სამინისტროს თანხმობით „112“-მა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე „112“-ის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ ) სხვა გადაწყვეტილებები „112“-ის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი
1. „112“-ის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს „112“-ის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 14. „112“-ის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
„112“-ის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 15. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.