”ტექნიკური რეგლამენტის ”ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1569 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/2753
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.024.016140
”ტექნიკური რეგლამენტის ”ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1569 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2753

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის” ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1569 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1569 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110819016, 22/08/2011) დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ:

ა) მსუბუქტი ავტომობილებისათვის – 1,6 მმ (საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილებაში არსებული, დაცვით ღონისძიებებში გამოყენებული მსუბუქი ავტომობილების გარდა);

ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილებაში არსებული, დაცვით ღონისძიებებში გამოყენებული მსუბუქი ავტომობილებისათვის – 3,0 მმ;

გ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 1,0 მმ;

დ) ავტობუსებისათვის – 2,0 მმ;

ე) მისაბმელისათვის და ნახევრად მისაბმელისათვის – ისე, როგორც საწევარისათვის, რომელზეც ჩაბმულია”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

კრებსითი — სრული ვერსია