ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
55
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-08
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.158.016063
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2011 წლის  28 დეკემბერი

ქ. ბოლნისი  

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგნს:

    მუხლი 1

განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 40 000 ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 5000 ლარი;

ვ) ლატარიის მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღ ებული ამონაგების არა უმეტეს 10%-ისა.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.    

 საკრებულოს თავმჯდომარე                                          ნ . საბიაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1.    ძალადაკარგულია - ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №25 - ვებგვერდი, 14.08.2014 წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია