„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
635
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016289
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №635

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით  (სსმ III, 30.11.2009,  №147,  მუხ. 1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სამსახურის შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზებას.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო“.

ბ) მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერტიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: აწარმოოს ქვეყნის მასშტაბით რთული, მრავალეპიზოდიანი, აგრეთვე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროში დანაშაულის გამოვლენა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური დანიშნულების რაზმის ამოცანაა აგრეთვე: სამსახურის მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა აღრიცხვა და ბადრაგირება, სამსახურზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, განგაშის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა სამსახურის შენობიდან ევაკუაციის ორგანიზება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

დ. გვინდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია