ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №66
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად;
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1.
დადგენილების მე-12 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „თ“ პუნქტი შემდეგი შინაარსით;
„თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“.
მუხლი 2.
1. დადგენილების მე-13 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„71. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ქვეყნის აგრარული პოლიტიკის განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და პროგრამების განხორციელების ზედამხედველბა მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე