„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.124.016040
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65

ქ. ბაღდათი

2011 წლის  28 დეკემბერი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად;

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1.

მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.

 მუხლი 2.

 მე-4 მუხლის მეორე პუნქტის;

1.  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 ლარი.

2. „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35000 ლარი.

4.  „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                             გ. რობაქიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია